среда, 16 марта 2011 г.

ისან–სამგორის ახალგაზრდული მოძრაობის ფრთის წარმომადგენლებმა ვარკეთილის ოთხი სკოლის მოსწავლეები (180,179,178,105 სკოლები) შეგვახვედრეს ერთმანეთს და ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებებისა და სხვა აქტივობებზე მუშაობა შემოგვთავაზეს। სწორედ ერთ–ერთი მათი პირველი შემოთავაზება იყო ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, საკონკურსო ფორმატის ღონოსძიების ჩატარება।ღონისძიების მასპინძლად 178 სკოლა აირჩიეს, ეს კი თავის მხრივ დიდ პრივილეგიას და პასუხისმგებლობას ნიშნავდა।


ჩვენი კონკურსი ვალენტინობამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო, ოთხივე სკოლაში დაიდგა ყუთები, სადაც მოსწავლეების შეეძლოთ განეთავსებინათ ლექსები, ესეები, მოკლეტექსტური შეტყბინების ფორმატის გზავნილები. მათ უნდა მიეთითებინათ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სქესი და ასაკი პიროვნების სახელის და გვარის გამხელა სავალდებულო არ იყო. ვალენტინობის დღეს კი ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, სადაც გამოვლინდა ოთხივე სკოლიდან თორმეტი საუკეთესო გზავნილი, აქედან კი ჩვენმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა ოთხი საუკეთესო გზავნილი. 12 გამარჯვებული, ახალგაზრდული მოძრაობის დაფინანსებით დასაჩუქრდნენ კინო– თეატრის ბილეთებით, ხოლო 4 საუკეთესო დამატებით საჩუქრებით. ღონისძიების წამყვანები იყვნენ მხიარული და ენერგიული გ. მექვაბიშვილი და ლ.ძაგანია


საღამო გახსნა როკ ჯგუფმა "Last road", რომელმაც მუხტი გადასცა მაყურებელს.

ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თეატრალური და საკონკურსო (სიყვარულის ახსნა) ნომრებით.

შესანიშნავი საღამოს ჩატარებისათვის, რომელიც თავის მხრივ ისახავდა ვარკეთილის სკოლების გაცნობა–დაახლოებას და ურთიერთანამშრომლობას.

მადლობას ვუხდით ისან–სამგორის გამგეობას და ღონისძიების სულის ჩამდგმელს ი. ნადირაძეს